Sunday, July 13, 2014

ნაილი ნოზაძის პროექტის პორტფოლიო
პროექტის სანახავად იხილეთ ბმულიhttps://drive.google.com/folderview?id=0B5pgW0OwroadR3ExRzFJZWhXNXc&usp=sharing
ტრენინგის მე-9 დღე
ტენინგის ბოლო დღს მოვახდინეთ შეჯამება მთელი მოდულის,მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტრენინგზე ნამდვილად საინტერესო თემებს გავეცანით,შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვა,მისი დამხმარე რესურსების შექმნა,ბლოგზე ატვირთვა ,ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები,ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვაზე პროექტში,გავეცანით შეფასების სხვადასხვა ტიპის რუბრიკებს,რაც აუცილებელია ჩვენს ყოველდღიური მუშაობის პროცესში. შესწავლილ მასალებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში.ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის დიდ მადლბას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანას
ტრენინგის მე-8 დღე:
დღეს ვნახთ ერთმანეთის მიერ შქმნილი და ადაპტირებული შფასებები,მივეცით უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშვრებს,შევაჯამეთ, ვისაუბრეთ ფასილიტატორის რესურსის შექმნაზე,შევქმენით როგორც ფასილიტატორებმა დამხმარე რესურსი რომლითაც ვაძლევთ მოსწავლეებს რეკომენდაციას,ვისაუბრეთ წარმატებით პროექტების განხორციელებაზე, ვისაუბრეთ სპეციალურ საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვაზე პროექტში.

Thursday, July 10, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღე ისე როგორც წინა ტრენინგები ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო გავეცანით მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ტიპის რუბრიკებს,ვისწავლეთ   როგორ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი პროექტის შესაბამის შეფასების რუბრიკებზე. მადლობას ვუხდი ქალბატონ დიანას ასეთი შემართებული მუშაობისათვის.

Monday, July 7, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე ეს დღე საკმაოდ დატვირთული,საინტერესო და შრომატევადი იყო,ვისწავლეთ ბლოგზე სლაიდის ატვირთვა,გავეცანით შეფასების რუბრიკას,საბოლოო ფორმა მივეცით სასწავლო პროეექტის პრეზენტაციას,შეფასების სქემებს.ამაში კი დიდი ცვლილი მიუძღვის ქალბატონ დიანას რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

Friday, July 4, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე
  ჩვენი  ტრენინგი თანდათან უფრო საინტერესო    ხდება ;ტრენერმა  განიხილა  თითოეული ჩვენგანის  powerPoint-ში შესრულებული პროექტის  პრეზენტაცია,მოგვცა შენიშვნები,რასაც შემდგომში  გავითვალისწინებ;აგრეთვე  გვასწავლა  ვორდში ტექსტის  მონიშვნა და კომენტარის  გაკეთება,გვესაუბრა  ინტერნეტის მნიშვნელობაზე;განიხილა მე-4  მოდული,დავსვით საკითხის ირგვლივ  შეკითხვები,რაზედაც  ამომწურავი პასუხი გაგვცა   ტრენერმა .დიდი  მადლობა ქალბატონო  დიანა! 
ტრენინგის მესამე დღე



გავიხსენეთ  ვორდში მუშაობის წესები,შევქმენით  ბუკლეტები;განვიხილეთ მე-2  მოდული,ვნახეთ სხვა მასწავლებლების  პროექტის  ნიმუშები,ვიმსჯელეთ  თითოეულ პროექტზე,დავაფიქსირეთ  საკუთარი მოსაზრება;
ქალბატონმა  დიანამ განსაკუთრებით  ყურადღება  გაამახვილა ე.ს.გ-ით მისაღწევ  ინდიკატორებზე,რაც ჩვენს  მიერ  დასახულ  მიზანთან  პირდაპირ  კავშირში  უნდა  იყოს.ყურადღება გაგვამახვილებინა ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებზე,თითოეულ  შეკითხვის  ტიპზე  მოვიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.დავალებაც შესაბამისი მოგვცა.
    დღევანდელი დღე  ჩემთვის ძალიან  ნაყოფიერი იყო,ბევრი რამ ახალი  გავიგე  ,ვფიქრობ  პროექტის  გაკეთებას  კარგად  ვისწავლი,რაც  ქალბატონ  დიანას  დამსახურება იქნება.
ტრენინგის მეოთხე დღე
პროექტის მეოთხე დღე  დაიწყო  თითოეული ჩვენგანის პროექტის გეგმის  განხილვით,(განვიხილეთ პროექტის მოკლე მონახაზი) რამდენად შეესაბამებოდა პროექტის შინაარსს უკვე შედგენილი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი  კითხვები  .
  გავიგე როგორ უნდა მოხდეს შეფასება.ტრენინგი იყო ნაყოფიერი და მოტივაციის მომცემი.