Friday, July 4, 2014

ტრენინგის მესამე დღე



გავიხსენეთ  ვორდში მუშაობის წესები,შევქმენით  ბუკლეტები;განვიხილეთ მე-2  მოდული,ვნახეთ სხვა მასწავლებლების  პროექტის  ნიმუშები,ვიმსჯელეთ  თითოეულ პროექტზე,დავაფიქსირეთ  საკუთარი მოსაზრება;
ქალბატონმა  დიანამ განსაკუთრებით  ყურადღება  გაამახვილა ე.ს.გ-ით მისაღწევ  ინდიკატორებზე,რაც ჩვენს  მიერ  დასახულ  მიზანთან  პირდაპირ  კავშირში  უნდა  იყოს.ყურადღება გაგვამახვილებინა ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებზე,თითოეულ  შეკითხვის  ტიპზე  მოვიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.დავალებაც შესაბამისი მოგვცა.
    დღევანდელი დღე  ჩემთვის ძალიან  ნაყოფიერი იყო,ბევრი რამ ახალი  გავიგე  ,ვფიქრობ  პროექტის  გაკეთებას  კარგად  ვისწავლი,რაც  ქალბატონ  დიანას  დამსახურება იქნება.

No comments:

Post a Comment